ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე აფრიკის კავშირიდან გარიცხეს


ორგანიზაცია რეაგირებას ახდენს ეგვიპტის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის ფაქტზე

აფრიკის კავშირმა, მოჰამედ მორსის გაძევების გამო, ეგვიპტე წევრთა რიგებიდან გარიცხა.
აფრიკის კავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარასკევს, ეთიოპიის დედაქალაქში მიაღწია.
კავშირის ლიდერებმა ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია რეაგირებას ახდენს ეგვიპტის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობის ფაქტზე.
54 წევრისგან შემდგარი ბლოკი ამბობს, რომ ეგვიპტეში დელეგაციას გააგზავნის „საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენაზე მუშაობის მიზნით.“
XS
SM
MD
LG