ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმშილი გლობალური პრობლემაა


ეს სარედაქციო წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას ასახავს.

შიმშილი გლობალური პრობლემაა. გასულ წელს მსოფლიოში ქრონიკული შიმშილის პირობებში მყოფი ადამიანების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. სოფლის მეურნეობის განვითარება კი ხშრად ფართო ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტად განიხილება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შესაქმნელად კონცენტრირებულია მსოფლიოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე, რაც განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამერიკა ამ სტრატეგიას, საგარეო პოლიტიკის ძირითად კომპონენტად აღიარებს.

სწორედ ამ მიმართულებით, ამერიკამ გამოსცა სტრატეგია სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, სადაც წამყვანი ადგილი ეთმობა პროგრამას სახელწდებით „გამოკვებე მომავალი თაობები“. ამ პროგრამის მეშვეობით, ამერიკა 3.5 მილიარდ დოლარს გაიღებს მომავალი სამი წლის განმავლობაში, რათა მსოფლიოში სოფლის მეურნეობა განვითარდეს და მოგვარდეს კვების პრობლემები.

დამატებით, ანალოგიური მიზნებისთვის 18. 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია ისახავს მიზნად.

შედეგების მისაღწევად პროგრამა ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით სამოქალაკო სექტორში, კერძო ბიზნესთან და სამთავრობო სტრუქტურებთან, რათა შემცირდეს შიმშილის პრობლემა და აღმოიფხვრას სიღარიბე.

წინასწარ შერჩეულ ქვეყნებში, ეს პროგრამა ამ სახელმწიფოებს მდგრადი, სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ზრდის მიღწევაში დაეხმარება.

გათვალისწნებულია ქალთა დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორში და იმ სხვა პარტნიორების ხელშეწყობა, როლებიც სურსათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

განვითარებად ქვეყნებში ქალები სურსათის 60- 80 % აწარმოებენ და როცა მათ დამატებითი შემოსავალი აქვთ, ისინი როგორც წესი, უფრო მეტად ზრუნავენ ოჯახების ცხოვრების, განათლებისა და კვების სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

პროგრამა ორიენტაციას ქალ მეწარმეებზე აიღებს.

და ბოლოს, ინვესტიციები სოფლის მეურნებობის სექტორში, ისევე როგორც გაუმჯობესებული ბაზარი და კვლევები მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უკეთეს პირობებს შეუქმნის, შეამცირებს ფასებს სურსათზე და გაზრდის მიწოდებას.

XS
SM
MD
LG