ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური სატვირთო კაფსულა დედამიწაზე დაბრუნდა


კაფსულამ დედამიწაზე ერთ ტონაზე მეტი აღჭურვილობა ჩამოიტანა, რომელიც კოსმოსში ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებოდა.

სამშაბათს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისიის დასრულების შემდეგ, სატვირთო კოსმოსური კაფსულა "დრაგონი" დედამიწაზე დაბრუნდა.

"სპეისექსმა", რომელიც ადამიანის გარეშე მართული კაფსულის მფლობელი და ოპერატორი კომპანიაა, გამოაცხადა, რომ ხომალდი მექსიკის ტერიტორიაზე უპრობლემოდ დაეშვა.

კაფსულამ დედამიწაზე ერთ ტონაზე მეტი აღჭურვილობა ჩამოიტანა, რომელიც კოსმოსში ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. კაფსულამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის ექვსი წევრისთვის საკვები და საჭირო ნივთები გადაიტანა.



XS
SM
MD
LG