ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სასამართლომ 30-ზე მეტ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


თურქეთის სასამართლომ 34 ადამიანს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. მათ ბრალი ედებოდათ გასულ წელს ამბოხის მცდელობისას პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვლელობის დაგეგმვაში.

მათ შორის, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, არიან მაღალი წოდების სამხედრო პირები, გენერლები და ლეიტენანტები. სასამართლოს მტკიცებით, ისინი იმ სასტუმროს აღებას აპირებდნენ შტურმით, რომელშიც პრეზიდენტი ამბოხის ღამეს იმყოფებოდა და რომლიდანაც დროულად წასვლა მოახერხა.

სასამართლო პროცესები თებერვალში დაიწყო და ეს მხოლოდ ერთი იყო იმ მრავალ პროცესს შორის, რომლებიც სხვა ბრალდებულთა წინააღმდეგ მიმდინარეობდა, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალი რანგის სამხედრო პირები გასამართლდნენ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა ნაწილმა ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა, ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ მათი საქმე „სამართლიან სასამართლოს“ არ განუხილავს, თუმცა თურქეთის ხელისუფლება საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ამბობს, რომ სადამსჯელო ღონისძიებები და დამოუკიდებელი სასამართლო თურქეთის დემოკრატიის დასაცავად მოქმედებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG