ნატოს სამიტზე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოში გაწევრიანების პოლიტიკა კვლავ ღიაა.
„ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობამ დაადასტურა ძლიერი მოტივაცია ქვეყნებისთვის რათა განახორციელონ ძნელი, თუმცა აუცილებელი რეფორმები, გადაჭრან შიდა პრობლემები და ასევე პრობლემები მეზობლებთა, ხელი შეუწყონ უსაფრთხოების ოპერაციებს, რაც სასარგებლოა როგორც მათთვის ასევე ყველა ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ, აღნიშნა კლინტონმა. „და ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ მათგანთან მუშაობას, როგორც ორმხრივ, ასევე ნატოს დონეზე, რათა დავეხმაროთ მათ რეფორმების განხორციელებაში რაც საჭიროა წევრობისთვის.“
საქართველო ავღანეთში გახდება ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ქვეყანას წამოწყებული აქვს დემოკრატიული რეფორმები. მოახლებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით დამატებითი შესაძლებლობა აქვს საქართველოს რათა აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის მოწოდებულია შეასრულოს ნატოს დემოკრატიული ღირებულებები.
ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის მისიას ასევე ხელს უწყობს მაკედონია და ახორციელებს საკუთარი სამხედრო და უსაფრთხოების უწყებების რეფორმას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ამ უკანასკნელის სახელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, რის შემდეგაც მაკედონიის შესვლა ნატოში მისასალმებელი იქნება.
შეერთებული შტატები გეგმავს თავდაცვის დეპარტამენტიდან მრჩეველი გააგზავნოს ჩერნოგორიაში და მიესალმება მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ალიანსის მოკავშირეების მხრიდან, რათა მხარი დაუჭირონ ჩერნოგორიაში იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია ნატოს წევრობისთვის.
რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, შეერთებული შტატები მიესალმება მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას სამხედრო ქონების შესახებ და ქვეყანს მოუწოდებს მისი განხორციელებისკენ.
ნატოში გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი და რთულია, განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
„თუმცა ჩვენ გვჭირდება ამაზე მუშაობა და უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი მთავარი მიზანია უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და ეფექტური ალიანსი შექმნა,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.