ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დობროხოტოვი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი დაპატიმრება სურს


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

რუსული გამოცემა “ინსაიდერის" რედაქტორი რომან დობროხოტოვი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისი დაპატიმრება სურს. რედაქტორის განცხადებით, მას რუსეთიდან გასვლისას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

დობროხოტოვი ადასტურებს, რომ რუსეთში აღარ იმყოფება, ადგილსამყოფელს არ ამხელს და არც რუსეთიდან გამგზავრების დეტალებზე საუბრობს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დობროხოტოვის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს. “ინსაიდერმა” პუტინის გარემოცვა არაერთხელ გაანაწყენა. გამოცემა აქტიურად იძიებდა ალექსეი ნავალნის მოწამვლას. “ ინსაიდერმა" უსაფრთხოების სამსახურების იმ თანამშრომელთა ვინაობა დაადგინა, რომლებიც აღნიშულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. რამდენიმე თვის წინ “ინსაიდერი”, სხვა რამდენიმე მედია-ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფომ “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოაცხადა.

კრემლი უარყოფს, რომ მედიას პოლიტიკური მოტივით ავიწროებს და განმარტავს, რომ ორგანიზაციებისათვის "უცხო ქვეყნის აგენტების" სტატუსის მინიჭება, კანონის მოთხოვნაა და რომ ამ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობის გაგრძელება ძველებურად შეუძლიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG