ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შშმ პირთა ღირსების მარში ნიუ-იორკში იგეგმება


„განსაკუთრებული საჭიროებები - განსაკუთრებული გულები!“ , - ნიუ-იორკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსების მარში გაიმართება.

ტრადიციის ფუძემდებელი, ჯაზ პიანისტი მაიკ ლედონია. ლედონს, ღირსების მარშის გამართვა საკუთარმა ქალიშვილმა, 10 წლის მერიმ შთააგონა. მერი პრადერ-უილის იშვიათი სინდრომითაა დაავადებული. პიანისტი მამის თქმით, მერი მუსიკის მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარულს იჩენს.

მაიკ ლედონი ქალიშვილთან, მერისთან ერთად. ფოტო - "ნიუ-იორკ თაიმსი".
მაიკ ლედონი ქალიშვილთან, მერისთან ერთად. ფოტო - "ნიუ-იორკ თაიმსი".

პირველი მსვლელობა მანჰეტენზე, 2015 წელს გაიმართა. წელს მარში მეხუთედ იმართება და მსვლელობის თემა “კრეატიულობაა“.

შშმ პირთა ღირსების მარში ნიუ-იორკში
შშმ პირთა ღირსების მარში ნიუ-იორკში

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყოველწლიური მსვლელობის მიზანი, შშმ პირთა ხილვადობის გაზრდა, ჩართულობის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ამ ღონისძიების სპონსორებს შორისაა სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები. წელს მსვლელობა, 14 ივლის გაიმართება.

შშმ პირთა საპროტესტო მსვლელობა, ვაშინგტონი. 1960 იანი წლები.
შშმ პირთა საპროტესტო მსვლელობა, ვაშინგტონი. 1960 იანი წლები.

აშშ-ში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის მოძრაობა 1960-იანი წლებიდან დაიწყო.საპროტესტო გამოსვლები, სამოქალაქო და ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობის პარალერულად იმართებოდა. სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები საერთო მიზნებისთვის გაერთიანდნენ. ისინი მათ გარშემო არსებულ ფიზიკურ და მორალურ ბარიერებს აპროტესტებდნენ.

მოძრაობა შშმ პირთა უფლებებისთვის. ვაშინგტნი, 1960-იანი წლები
მოძრაობა შშმ პირთა უფლებებისთვის. ვაშინგტნი, 1960-იანი წლები

მოითხოვდნენ ადაპტირებულ გარემოს. მოძრაობის მიღწევა "უბარიერო ხელმისაწვდომობის" სტანდარტის დანერგვაა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სრულად ადაპტირებულ, უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. 2011 წელს, ამერიკამ ამ სტანდარტის დაფუძნების 50 წლისთავი იზეიმა. იგივე სტანდარტი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG