დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკოვრობენ, შაბათს დედაქალაქ ვაშინგტონის ქუჩებში გამოვიდნენ.
დემონსტრაციები მოგვიანებით მიტინგში გადაიზრდება. აქციების მონაწილეები 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაჟღერებული დაუსაბუთებელი დარღვევების და ფალსიფიცირების ბრალდებებს იცავენ.
დღეს რამდენიმე მარში იგეგმება, მათ შორისაა, "მილიონ MAGA [გახადე ამერიკა ისევ დიადი] მარში", "ქალები ტრამპისთვის" დემონსტრაცია და მსვლელობა "გააჩერე მოპარვა".
ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპი უარს აცხადებს აღიაროს დამარცხება. სხვადასხვა შტატებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა ამ დრომდე უარყვეს სერიოზული დარღვევები და გაუმართაობა არჩევნებში.
Facebook Forum