სირიელი აქტივისტების განცხადებით, დღეს დამასკოში ბაათის პარტიის შტატბბინასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ ცოტა 53 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია 200-მდე ადამიანი.
ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, აფეთქება ტერორისტულმა ორგანიზაციამ ხალხმრავალ ადგილას სპეციალურად დაგეგმა.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ახლომდებარე რუსეთის საელჩოს შენობას ფანჯრები ჩაემსხვრა.
დღესვე, სირიის ოპოზიციამ ქაიროში შეხვედრა გამართა, რომელზეც უნდა გადაეწყვიტათ ის, დაიწყონ თუ არა სირიის პრეზიდენტ ასადთან სამშვიდობო მოლაპარაკებები. საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს იქნება მიღებული.