ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის სამხრეთში, ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხმის 75-ე წლისთავის აღსანიშნად ვეტერანებს შეხვდნენ. პრეზიდენტებმა მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს თავიანთი თავგანწირვისთვის.
ცერემონია ნორმანდიაში, ამერიკულ სასაფლაოზე ჩატარდა, სადაც, დაახლოებით, 9,000 ამერიკელი ჯარისკაცია დასაფლავებული.
მაკრონმა პატივი მიაგო მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე საფრანგეთის გასათავისუფლებლად გასწირა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 75 წლის წინ ამ სამხედრო ოპერაციამ შეცვალა ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს მომავალი. პრეზიდენტი ფრანგულად საუბრობდა, თუმცა, ამერიკელ ვეტერინარებს მან ინგლისურად მიმართა. „ჩვენ ვიცით თქვენი რა გვმართებს - ეს არის ჩვენი თავისუფლება! ჩემი ერის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.
თავის სიტყვაში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ „ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ბრძოლაში დაეცა და მათ ვინც ბოლომდე იდგა აქ, ნორმანდიაში. მათ ცივილიზაციის დასაბრუნებლად იბრძოლეს.“
Facebook Forum