ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასწავლებელთა პროფკავშირის გაფიცვის გამო ჩეხეთში ათასობით სკოლა დაიკეტა


კარლის ხიდი, პრაღა, ჩეხეთი.
კარლის ხიდი, პრაღა, ჩეხეთი.

ორშაბათს, ჩეხეთში ათასობით სკოლის კარი დაიკეტა და მასწავლებლების პროფკავშირებმა, იშვიათი, ერთდღიანი გაფიცვა მოაწყო. გაფიცულები განათლების სფეროს უფრო მაღალ დაფინანსებას ითოხვდნენ, რასაც საფრთხეს, მათი თქმით, მემრაჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მკაცრი პოლიტიკა უქმნის.

პროფკავშირების განცხადებით, მათ გაფიცვას 10,9 მილიონიანი ქვეყნის სკოლების უმეტესობა შეუერთდა. ამასთან, მათივე განცხადებით, პროტესტს შეუერთდნენ სხვა, საჯარო თუ კერძო სექტორის პროფკავშირები.

მასწავლებელთა პროფკავშირი აცხადებს, რომ 2024 წლის განათლების ბიუჯეტის გეგმა, საფრთხეს შეუქმნის სასკოლო განათლების ხარისხს. მთავრობა გაფიცვას გაუმართლებელი უწოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გააუქმა დაგეგმილი შემცირებები და მომავალი წლისთვის სკოლებს ბიუჯეტი მცირედით გაუზარდა. პროფკავშირები კი აცხადებს, რომ ზრდა ძალიან მცირე იყო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა.

XS
SM
MD
LG