ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსში ბანკები გაიხსნა


კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესმა პარასკევს საჯარო მოხელეების კონფერენციაზე განაცხადა, რომ კვიპროსს არანაირი განზრახვა არ აქვს გამოვიდეს ევროზონიდან და ევროზე, როგორც ვალუტაზე, უარი თქვას. ამავე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსს გაუჭირდება ეკონომიკის დარეგულირება, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კვიპროსში ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდეს.

„ჩვენ ყველას რაღაცის დათმობა მოგვიწევს. ეკონომიკა სწრაფად გაუარესდა, რაც თითოეულ ჩვენგანს უბიძგებს იმისკენ, რომ ჩვენი წილი ტვირთი ვზიდოთ და ამით ჩვენი ქვეყნის წარმატებას მივაღწიოთ. ეს ყველაფერი პასუხისმგებლობით სავსეებმა უნდა გავაკეთოთ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

კვიპროსის ბანკები თითქმის ორი კვირა დაკეტილი იყო. ევროკავშირისგან 13 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის მიღების შემდეგ, ბანკები პირველად ხუთშაბათს გაიხსნა.
XS
SM
MD
LG