ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ავსტრალიის ურთიერთობები


ავსტრალია შეერთებულ შტატებს რადარისა და კოსმოსური ტელესკოპის დადგმის უფლებას მისცემს

ავსტრალიის გადაწყვეტილებამ, საკუთარ ტერიტორიაზე შეერთებულ შტატებს უფლება მისცეს რადარი და კოსმოსური ტელესკოპი დადგას, ზოგიერთი რეგიონალური დამკვირვებლის აღშფოთება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, სატელიტის საშუალებით პლანეტის ერთი მესამედი ტერიტორია გაკონტროლდება და მათ შორის რუსეთის, ჩინეთის და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ზოგიერთი ნაწილიც შევა.

ექპსერტების აზრით, მუდმივი სატელიტის განთავსება ავსტრალიის ტერიტორიაზე, შეერთებული შტატების დაზვერვას საშულაებას მისცემს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები გააკონტროლოს. ეს კი, ჩინეთის სოციიალისტურ სახელმწიფოს ანტაგონისტურად განაწყობს. ჩინეთი შეერთებული შტატების სტრატეგიული დაკვირვების ქვეშ მას მერე მოექცა, რაც ქვეყნის ეკონომიკასა და სამხედრო შეიარაღებაში სწრაფი აღმავლობა შეინიშნება.
XS
SM
MD
LG