გასული წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირება საგრძნობლად გაუარესდა. ამის შესახებ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი იუწყება, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობაზე მიმოხილვითი ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორივე მხარეს გაზრდილი სამხედრო პოტენციალმა შესაძლოა ახალი და უფრო ტრაგიკული კონფლიქტი წარმოშვას ვიდრე ეს 1992-94 წლებში იყო. ავტორები აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს ადვილად და სწრაფად გამარჯვებას. დოკუმენტის შესახებ კომენტარი გააკეთა კრიზისები ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორმა ლოურენს შიითსმა. „ორჭოფობა და გაუმჭვირვალობა ოპერაციების, იარაღის შესყიდვების და სამხედრო დანახარჯების სფეროებში და ასევე სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესშიც კი, ეს ყველაფერი რისკის მომატებაზე მიუთითებს,“ - განაცხადა დოკუმენტის თანაავტორმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი: დაპირისპირების საფრთხე მატულობს
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის საგანგაშო ანგარიში