ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჟურნალისტების მკვლელობისთვის დაუსჯელობა ბევრ ქვეყანაში ნორმაა"- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი


ჟურნალისტების მკვლელების დაუსჯელობა, ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში ნორმას წარმოადგენს- წერია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" უახლეს კვლევაში. მკვლელობები ხშირადაა დაკავშირებული კრიმინალის, კონფლიქტისა და კორუფიციის გაშუქებასთან.

გასული ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით 318 ჟურნალისტი მოკლეს საკუთარი საქმიანობის გამო. აქედან, 243 შემთხვევაში მოძალადე დაუსჯელი დარჩა.

"დაუსჯელობის შემთხვევები სავარუდო მკვლელებს მესიჯს უგზავნის, რომ ისინი დანაშაულს თავს აარიდებენ", ამბობს ელანა ბეისერი, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტეტის" სარედაქციო დირექტორი. "ეს ასევე, გზავნილია ჟურნალისტებისთვისაც და შესაძლოა, იქამდე მიგვიყვანოს, რომ მათ თვითცენზურა დაიწყონ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ეს საზოგადოებას სიბნელეში დატოვებს", დაამატა ბეისერმა.

ჟურნალისტების მკველობისთვის, მოძალადეების დაუსჯელობის სიაში 13 ქვეყანა მოხვდა. უკვე მეხუთე წელია, სიის სათავეში სომალია. ქვეყანას, რომელიც ალ-შაბააბის ტერორისტებს ებრძვის, ჟურნალისტების მკვლელობის 25 გამოუძიებელი შემთხვევა აქვს. სომალი ამ სიაში მისი შექმნის პერიოდიდან, ანუ 2008 წლიდან მუდმივად ხვდება.

სირია, ერაყი, სამხრეთ სუდანი და ფილიპინები წამყვანი 5 ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტების მკვლელობა გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება.

"უმეტეს შემთხვევაში, გამოძიებები უბრალოდ ქრება", ამბობს ბეისერი. "კორუფცია, სუსტი ინსტიტუციები და პოლიტიკური ნების ნაკლებობა არის ის ფაქტორები, რაც ამ დაუსჯელობის სინდრომს განსაზღვრავს".

მექსიკა, ასევე, განსაკუთრებით საშიშია ჟურნალისტებისთვის. მიმდინარე წელს იქ 5 ჟურნალისტი მოკლეს. როგორც "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ამბობს, გამოუძიებელი საქმეების რიცხვი მექსიკაში ყოველ წელს იზრდება და წელს სიაში მე-7 ადგილი უჭირავს.

ორგანიზაცია ასევე წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ რეგიონები, რომელიც აქამდე უსაფრთხო იყო ჟურნალისტებისთვის, ნელ-ნელა კარგავს ამ სტატუსს. მაგალითისთვის კი მოჰყავს 2017 წელს, მალტაში მანქანის აფეთქება, რომლის შედეგადაც ბლოგერი გარდაიცვალა. ასევე, 2018 წელს სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობა. დღემდე, არავინაა დაკავებული ამ მკვლელობების გამო.

მონაცემები არ ეხება ომში, ან საშიში დავალებების შესრულების დროს დაღუპულ ჟურნალისტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG