საერთაშორისო ფრენები
საერთაშორისო ფრენებზე სხვადასხვა შეზღუდვები აქვს დაწესებული ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას და კანადას. ამ დრომდე უცნობია როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ფრენები შეწყვიტა ბრაზილიასთან. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო.
ხანგძლივდება შეზღუდვები ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და ჩინეთთან მიმართებაში. ევროკავშირი ფრენებს მხოლოდ შენგენის ზონის წევრი ქვეყნებისთვის აღადგენს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შენგენის ზონა ამ დრომდე დახურულ ზონად არის გამოცხადებული.
ჩინეთი გეგმავს, რომ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 30 ივნისამდე გაახანგძლივოს, ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ვირუსის გავრცელების რისკი. ჩინეთმა ფრენები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მარტში იმ მიზეზით აკრძალა, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო. ჩინეთი, სადაც ვირუსი წარმოიშვა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდა, რომ ახალი შემთხვევები სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს უდასტურდებოდათ და შიდა გავრცელება არ ფიქსირდებოდა.
დღეს ჩინეთში ამბობენ, რომ სხვა ქვეყნის ავიახაზები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების განხორციელებას კვირაში მხოლოდ ერთხელ შეძლებენ, რაზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პეკინი გააკრიტიკა. ამერიკის ოფიციალური პირეეები ამბობენ, რომ ჩინეთი შეუძლებელს ხდის ფრენების შესრულებას.
დეზინფორმაცია და ტვიტერი
სოციალური ქსელი "ტვიტერი" მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს გამოქვეყნებული პოსტები იყოს გადამოწმებული, რადგან "ტვიტერში" მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ლიდერების პოსტები ქსელში ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. კომპანია ასევე მიუთითბს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტები შესაძლოა არ იყოს ზუსტი.
ტვიტერის განცხადებები და ქმედებები მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და მან სოციალური ქსელი მკაცრად გააკრიტიკა.
ტვიტერი მოუწოდებს მომხმარებლებს გადაამოწმონ ფაქტები. სწორედ ამის გამო, სოციალურმა ქსელმა მაგალითისთვის გააზიარა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟოო ლიზინის შეტყობინება და თქვა, რომ მისი ტვიტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულ ტვირთი, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი წერდა, რომ ვირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს.
შეწყტობინება "ტვიტერმა" ლურჯი ძახილის ნიშნით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჟოო ლიზინის განცხადება არ შეესაბამება რეალობას და ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის. ამის დასადასტურებლად სოციალური ქსელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას იმოწმებს.
პლაქველინი
ამერიკის შეერთებულ შტატებში საავადმყოფოები უარს აცხადებენ პრეპარატ პლაქველინის იგივე (hydroxychloroquine) გამოყენებაზე. მალარიასთან საბრძოლველად შექმნილი პრეპარატის კვლევამ აჩვენა, რომ ის კორონავირუსთან ბრძოლის დროს არ არის ეფექტური და მას ბევრი მძიმე გვერდითი მოვლენა აქვს. პლაქველინს აქტიურად იყენებდნენ საქართველოში, თუმცა კვლევების შემდეგ ქვეყანამ პრეპარატის გამოყენება შეწყვიტა.
Facebook Forum