შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გამო ასობით ათასი საჯარო მოხელე უკვე 14 დღეა სამსახურში აღარ ცხადდება. სამთავრობო მომსახურების შეზღუდვის გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება.
მიტინგები გაიმართა კვირას, ამერიკის ყოფილ და ახლანდელ დედაქალაქში: ფილადელფიაში - ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაშინგტონში - კაპიტოლიუმთან, თუ თეთრ სახლთან. კონსერვატიული მიმდინარეობის აქტივისტებმა, რომელიც „ჩაის სმის მოძრაობის“ სახელით არის ცნობილი, მემორიალების ირგვლივ განლაგებული ბარიკადები მოხსნეს და ისინი პროტესტის ნიშნად, თეთრი სახლის წინ დაყარეს. აღშფოთება კვირას დემოკრატმა დემონსტრანტებმაც გამოხატეს, რომლებიც კონგრესის შენობის წინ შეიკრიბნენ.