აშშ-ის კონგრესის არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. როგორც წესი, არასაპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა დასწრება დაბალია, ამიტომაც პრეზიდენტ ობამას და დემოკრატიული პარტიის შეშფოთება 2014 წლის არჩევნებისთვის საფუძველმოკლებული არაა.
„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ იგივე შემართებით და იგივე ენთუზიაზმით ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება.“
რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობაში ობამას მიმართ ნდობის რეიტინგი დაცემულია. კერძოდ, ობამას ჯანდაცვის რეფორმის წარუმატებლობის ფონზე ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირებს თავის უკმაყოფილებას, აცხადებს პოლიტიკური ანალიტიკოსი ჩარლი კუკი:
„საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რიცხვი დიდია და მრავალფეროვანი, ისეთივე როგორც თავად ამერიკაა, მაგრამ შუალედურ არჩევნებზე დასწრება გაცილებით დაბალია, მეტად კონსერვატიული. არჩევნებზე უფრო მეტად რესპუბლიკელი ამომრჩევლები მიდიან. შუალედური არჩევნები ნამდვილად განსხვავებულია.“
სელინდა ლეიკი დემოკრატიული პარტიის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს უზრუნველყოფს. მისი აზრით, დემოკრატიული პარტია დიდი გამოწვევების წინაშე დგას:
„დემოკრატებისთვის ყველაზე დიდი პრობლება ამომრჩეველთა აქტივობაა. ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე ახალგაზრდების აქტივობის დაბალი მაჩვენებელი საგანგაშოა. კრიტიკულია გაუთხოვარი ქალების, შავკანიანი ამერიკელების და ლათინო ამერიკელების არჩევნებზე დასწრებაც.“
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადებით, გარდა ობამას ჯანდაცვის რეფორმისა, ყურადღება ეკონომიკაზეც გამახვილდება:
„დიდი გამბედაობა სჭირდება იმის თქმას, რომ ეკონომიკის მიმართულებით სახელმწიფოებს შორის მეტი თანამშრომლობაა საჭირო, ეს მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ ხერხდება უმუშევრობის პრობლემის მოგვარება.“
რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში ფავორიტებად ითვლებიან და სავარაუდოდ შეინარჩუნებენ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას. ასევე არაა გამორიცხული მათი სენატში გამარჯვებაც.
ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის ექსპერტი კარლინ ბოუმანი შემდეგს აცხადებს:
„სენტის ადგილებისთვის ბრძოლა გადამწყვეტია. რესპუბლიკელებისთვის კონტროლის ხელში აღება ძალზედ მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში მათ საკმარისი ხმები ექნებათ იმისთვის, რომ რესპუბლიკური პარტიისთვის გადამწყვეტი საკითხები გაიტანონ სენატში.“
ამა წლის ნოემბერში სასწორზე წარმომადგენელთა პალატის 435 და სენატის100-დან 36 ადგილი დგას.