ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა


კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა
კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა

კასეტური ბომბების აკრძალვას თითქმის ნახევარი მსოფლიო შეუერთდა. თუმცა, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ისრაელი, საქართველო და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა ხელშეკრულების პირობებებს არ იზიარებს.

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა კასეტური ბომბების შეთანხმება, რომელიც ამ სახის ბომბების გამოყენებას კრძალავს. ხელშეკრულებას 107-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

შეთანხმების თანახმად, ხელმომწერ ქვეყნებს ეკრძალებათ კასეტური ბომბების არა მხოლოდ გამოყენება, არამედ წარმოება, შენახვა და სხვა ქვეყნისთვის გადაცემა ან მიყიდვა. გარდა ამისა, შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყნები პასუხისმგებლობას კისრულობენ დაადგინონ ვადა, რომლის განმავლობაშიც გაანადგურებენ აღნიშნული ბომბების მარაგს, გაასუფთავებენ ტერიტორიებს აფეთქებული ბომბების ნარჩენებისგან და დაეხმარებიან ბომბების აფეთქების შედეგად დაშავებულ ხალხს.

ტომას ნაში კასეტური ბომბების კოალიციის კოორდინატორია. კოალიცია 2003 წლიდან ეწევა კასეტური ბომბების აკრძალვის მომთხოვნ კამპანიას. ის კასეტური ბომბების აკრძალვის ხელშეკრულებას ყოვლისმომცველ დოკუმენტს უწოდებს და 1997 წელს მიღწეულ შეთანხმებას ადარებს, რომლის თანახმადაც მსოფლიოში სახმელეთო ნაღმების გამოყენება აიკრძალა:

„ეს დოკუმენტი წარმოადგენს ფორუმს, რომელიც მიზნად ისახავს დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენას, ბომბების მარაგის განადგურებას და დონორებს საშუალებას აძლევს დაზარალებულ ქვეყნებს უფრო ეფექტურად დაეხმარონ.“

კასეტური ბომბები სხვა ამუნიციისგან განსხვავებით პირველადი აფეთქების შემდეგ მცირე ზომის ნამსხვრევებად იშლება, რომლებიც ასევე ფეთქდება. ის ნაწილები, რომლებიც თავდაპირველი აფეთქებისას აუფეთქებელი რჩება სახმელეთო ნაღმის ფუნქციას იძენს და შეიძლება მოგვიანებით მასთან კონტაქტის შედეგად აფეთქდეს, რითაც კონფლიქტის შემდეგ სამოქალაქო პირების მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია.

კასეტური ბომბების კონვენციის ტექსტზე შეთანხმება 2008 წლის მაისში დუბლინში მოხდა, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალი იმავე წლის ბოლოს ოსლოში გაიმართა. ნორვეგია პირველი ხელმომწერი ქვეყანა იყო. მეორე და მესამე ლიბანი და ლაოსია, ორი ქვეყანა, რომლებიც დღესაც გრძნობენ კასეტური ბომბების გრძელვადიან შედეგებს.

კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა
კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა

პრეზიდენტმა ობამამ ცოტა ხნის წინ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის კასეტური ბომბების მიყიდვას კრძალავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ამუნიცია გარკევულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

მიუხედავად ამ კანონისა, შეერთებულმა შტატებმა კასეტური ბომბების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. ამერიკასთან ერთად ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი და პაკისტანი უარს აცხადებენ შეთანხმების პირობების გაზიარებაზე. ხელშეკრულებას ხელი არც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეს ბომბები ორივე მხარემ გამოიყენა ერთმანეთის წინააღმდეგ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონი ნაშის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება კასეტური ბომბების წინააღმდეგ მძაფრად იცვლება. მათი აკრძალვის ხელშეკრულება კი იმ ქვეყნებზეც იქონიებს გავლნას, რომლებიც არ იზიარებენ ხელშეკრულების პირობებს.

„ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ კასეტური ბომბების აკრძალვა იმ ქვეყნების მოქმედებებსაც შეზღუდავს, რომლებმაც ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს. ისინი გარკვეულ წნეხს იგრძნობენ, რომ აღარ აწერმოონ ან გაყიდონ ეს იარაღი. სწორედ ასე მოხდა სახმელეთო ნაღმების გამოყენებასთან დაკავშირებითაც. ბევრმა ქვეყანამ მათი აკრძალვის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ დღეს ფაქტიურად აღარავინ იყენებს სახლემეთო ნარღმებს.“

ნაშის თქმით, 37-მა ქვეყანამ უკვე გააკეთა კასეტური ბომბების აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირება და ბევრმა მათგანმა ხელშეკრუების პირობების განხორციელებაც დაიწყო. მაგალითად, მოლდოვამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ უკვე ბოლომდე გაანადგურეს კასეტური ბომბების მარაგი. ალბანეთში კი მარაგის განადგურებასთან ერთად, უკვე გაწმენდილია კასეტური ბომბების ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები. ბრიტანეთმა და კიდევ ათობით ქვეყანამ კასეტური ბომბების განადგურების პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა
კასეტური ბომბების ხელშეკრულება ძალაში შევიდა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 2008 წელს გააკეთა განცხადება, რომ კასეტური ბომბები სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა შეიძლება მათი ისე წარმოება, რომ ისინი სამოქალაქო პირებისთვის ნაკლებად საზიანო იყოს. იმავე წელს, პენტაგონმა დაიწყო კასეტური ბომბების ახალი პოლიტიკის განხორციელება, რომლის თანახმადაც 2018 წლისთვის ამერიკის სამხერდო არსენალში მხოლოდ ისეთი კასეტური ბომბები იქნება, რომელთა ნამსხვრევების მხოლოდ ერთი პროცენტი იქნება ფეთქებადი. ეს კი კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ დე ფაქტო სახმელეთო ნაღმების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

ამერიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერაყის ომის დროს კასეტური ბომბების გამოყენება არ შეწყვეტილა. კასეტური ბომბების საერთაშორისო ხელშეკრულება არ არის ერთადერთი სამხედრო შეთანხმება, რომელსაც ამერიკა ხელს არ აწერს. ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარი სტივენ გროუვსის თქმით, ამერიკამ არც სახმელეთო ნაღმების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი:

"იმის მიზეზი, რომ ამერიკა ისეთ ხელშეკრულებებზე ხელს არ აწერს, როგორიცაა მაგალითად, კასეტური ბომბების შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, თუ რა ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს ეს შეთანხმება ჩვენთვის."

ამერიკას არც ბავშვთა უფლებების კონვენციაზე აქვს ხელი მოწერილი და არც ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საერთაშორისო ხელშეკრულებაზე. ბატონი გროუვსის თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკა ამ ხელშეკრულებებზე ხელს არ აწერს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ხელშეკრულების პირობებს არღვევს. ამერიკას 50-ვე შტატის კანონმდებლობაში უამრავი რეგულაცია აქვს ჩადებული ადამიანის, მათ შორის ბავშვებისა და ქალების უფლებების დასაცავად.

„ადამიანის უფლებების დასაცავი საერთაშორისო ხელშეკრულებები თქვენს მთავრობას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ავალდებულებს, რომ ის საკუთარ ხალხს ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობების დაცვით მოეპყრობა,“ აცხადებს ბატონი გროუვსი.

მისივე თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულებების დანიშნულება ის არის, რომ ხელმომწერმა სახელმწიფოებმა საკუთარ ტერიტორიაზე დაიცვან ხელშეკრუელბის პირობები და არა ის, რომ მათ ადამიანის უფლებების დასაცავად მსოფლიიოს მასშტაბით იბრძოლონ.

XS
SM
MD
LG