ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებს ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს


გასულ კვირას სენატში დამტკიცების მოსმენაზე ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ გლობალური ლიდერის სტატუსი შეინარჩუნოს.

შეერთებული შტატების სენატმა სენატორი ჯონ ქერი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ქერი ჰილარი კლინტონს შეცვლის.

სამშაბათს სენატმა ჯონ ქერის კანდიდატურას კენჭი უყარა, რის შემდეგაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქერი ამ პოსტზე დაამტკიცა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატორ ჯონ ქერის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე გასულ წელს წამოაყენა.

გასულ კვირას სენატში დამტკიცების მოსმენაზე ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ გლობალური ლიდერის სტატუსი შეინარჩუნოს.
XS
SM
MD
LG