ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის მზად არის მოხსნება 9 სექტემბერს კონგრესის მიერ დაწესებული ვადის შესაბამისად გააკეთოს. სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ კანონმდებლებს უნდა წარუდგინოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაჯგუფება ჰაქანის ქსელი შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციათა კატეგორიაში მოხვდეს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჰაქანის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადება არამარტო ავღანეთის გაერთიანების პროცესს შეაფერხებს, არამედ პაკისტანთან შეერთებული შტატების ისედაც წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ალ-ყაიდასთან და თალიბანთან ასოცირებული ჰაქანის ქსელის რამდენიმე ლიდერის გამო, შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დააწესა. მაგრამ კონგრესს ამჯერად მთლიანად ჰაქანის დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურს, ვინაიდან დღეისათვის ის ავღანეთში ამერიკის და ალიანსის ძალების მთავარ საფრთხედ მოიაზრება.
9 სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ამერიკულ მედიაში ჰაქანთან დაკავშირებით მსჯელობა განახლდა. ობამას ადმინისტრაციის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან კარგად ჩანს, რომ აზრი პრეზიდენტის აპარატში ორად არის გაყოფილი. ნაწილისთვის დაჯგუფების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება პრინციპის საკითხია და ამით მათ ქვეყნის სიძლიერის წარმოჩენა სურთ. თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც საკითხს შედარებით ფრთხილად ეკიდება და შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში ამ ნაბიჯის უარყოფითი ეფექტის გამო.
თავად ჰილარი კლინტონი კომენტარისგან თავს იკავებს. ჟურნალისტების შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასთან დაკავშირებით, მან თავი აარიდა და ზოგადად შეერთებული შტატების მხრიდან ჰაკანზე ზეწოლის გაგრძელებაზე ისაუბრა:
„მათი რესურსების ამოწურვაზე ვმუშაობთ. სამიზნედ სამხედრო და საიდუმლო სამსახურების პერსონალი გვყავს. ზეწოლას პაკისტანზეც ვახორციელებთ, რათა მათაც ერთგვარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. ჩვენ უკვე ვმოქმედებთ და ამ თემაზე კონგრესში დაგეგმილ შეხვედრაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ,“ - განაცხადა დეპარტამენტის მდივანმა.
ჰილარი კლინტონს სრული უფლება აქვს ჰაქანი ქსელი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიას მიაკუთვნოს, თუკი ექნება საკმარისი მტკიცებულება დაჯგუფების იმ ტერორისტულ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეერთებულ შტატებს და მის მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მეორეს მხრივ, ამ ნაბიჯს ავღანეთში გაჭიანურებული სამშვიდობო პროცესის შეფერხების უნარი აქვს. მოლაპარაკება ავღანელ ლიდერებთან გართულდება და ჰაქანის ლიდერების ჩართვა ახალ, კოალიციურ მთავრობაში შეუძლებელი გახდება. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ თალიბანთან მარტში ჩაშლილი მოლაპარაკება ავღანეთში საბრძოლო სეზონის დასრულებასთან ერთად შესაძლოა კვლავ განახლდეს.
კლინტონის აზრით, ეს ავღანელი ხალხის გადასაწყვეტია. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯონ კეისთან შეხვედრაზე, როდესაც საუბარი ავღანეთის თემაზე ჩამოვარდა, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თალიბებთან ან სხვა ჯგუფებთან მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ ქაბულის ფუნდამენტური უფლებაა.
„საბოლოო ჯამში მათ მოუწევთ ყველა ამ რთული სიტუაციისთვის თავის გართმევა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია. მოსალოდნელია, რომ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხი პრიორიტეტული იქნება. ბოლო სიტყვის პრეროგატივა კი პრეზიდენტ კარზაის ეკუთვნის,“ - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ.
პოლიტოლოგების აზრით, ჰაკანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას შეერთებული შტატების პაკისტანთან ურთიერთობაზეც იქონიებს. დიდი ხანია საუბრობენ დაჯგუფების კავშირებზე პაკისტანის საიდუმლო სამსახურებთან, რის გამოც პაკისტანი ავღანეთის გაერთიანების პროცესში ჰაქანის ჩართვას მოითხოვს.
ამერიკული დრონების მიერ განხორციელებულ შეტევაში შეცდომით 24 პაკისტანელი მესაზღვრის დაღუპვას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სერიოზული გართულება მოჰყვა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. უკანასკნელ ხანს ის თანდათან რეგულირდება და ივლისში პაკისტანმა გადაწყვეტილება ნატოს მომარაგებისთვის აუცილებელი გზების გახსნის შესახებაც კი მიიღო.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ გასულ თვეში ისლამაბადში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პაკისტანი მალე ჩრდილოეთ ვაზირისტანის საზღვარზე, იქ, სადაც ჰაქანია გამაგრებული, ფართომასშტაბიან შეტევას განახორციელებს. ამერიკის ოფიციალური წყაროების ცნობით, დრონების შეტევის შედეგად გასულ კვირას ჰაქანის ერთ-ერთი მეთაური, ბადრუდინ ჰაქანი მოკლეს.