ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ინსპექტორები კლინტონის იმეილების საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ


ამერიკული გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი იუწყება, რომ ორმა ფედერალურმა ინსპექტორმა იუსტიციის დეპარტამენტს ჰილარი კლინტონის იმეილების საქმეზე კრიმინალური გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

29 ივნისს ინსპექტორების მიერგამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კლინტონის პირადი იმელი „ასობით პოტენციურად საიდუმლო მიმოწერას“ მოიცავდა.

გაზეთის ცნობით გაურკვეველია ჰქონდა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს რომელიმე გაგზავნილი ან მიღებული იმეილისთვის ოფიციალურად საიდუმლო ინფორმაციის სტატუსი მინიჭებული.

კლინტონი აცხადებს, რომ მსგავსი სტატუსი მეილებს მინიჭებული არ ჰქონია.

როგორც გაზეთი იუწყება, იუსტიციის დეპარტამენტს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს დაიწყება თუ არა საქმის გამოძება.

XS
SM
MD
LG