ხუთშაბათს, აშშ-მ ერთ დღეში 56 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულის შესახებ განაცხადა, რაც უმაღლესი გაზრდილი დღიური მაჩვენებელია აგვისტოს შემდეგ. ამ ციფრებს ადასტურებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევაც.
ინფიცირების ზრდის შედეგად, მთლიანობაში აშშ-ის შემთხვევების რაოდენობა 7.6 მილიონს გაუთანაბრდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 213, 000-ს შეადგენს.
ამავე მონაცემებით, ვისკონსინის შტატში გუშინ კოვიდით დაინფიცირების 3000 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ამ გადასახედიდან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა 233 000-ს ოქტომბრის ბოლოსთვის მიაღწიოს.
Facebook Forum