ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კვლევა თამბაქოს შესახებ


თუ ადამიანი თამბაქოს მოხმარებას თავს 40 წლის ასაკამდე დაანებებს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 10 წელი დაემატება

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მოწევას თავს 40 წლის ასაკამდე ანებებენ, თითქმის იმდენივე ხანს ცხოვრობენ, რამდენიც ადამიანები, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ.

ტორონტოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ თუ ადამიანი თამბაქოს მოხმარებას თავს 40 წლის ასაკამდე დაანებებს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 10 წელი დაემატება. მეცნიერები აცხადებენ, რომ მოწევა დაახლოებით 10 წლით ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 40 წლამდე მოწევა უსაფრთხოა. მწეველების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა ყოველთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, ვიდრე არამწეველების, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკში იწყებს ან ანებებს ადამიანი მოწევას თავს.
XS
SM
MD
LG