საფრანგეთის ყოფილი პრეზინდეტის ჟაკ შირაკის ადვოკატის განცხადებით, შირაკი სასამართლოს წინაშე გაფლანგვების ბრალდებით მომავალი წლის დასაწყისში წარსდგება.
შირაკს, პარიზის მერობის დროს ბრალი ედება საზოგადო თანხების მითვისებაში. თითქოსდა ის, მეგობრებს ხელფასს უხდიდა არარსებულ სამუშაო ადგილებზე მსახურობის გამო.
77 წლის ჟაკ შირაკი, საფრანგეთის ერთადერთი ყოფილი ლიდერია, ვისაც კორუფციაში ედება ბრალი.
ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლიანი პატიმრობა და 159.000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ელის.