ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი ინვესტორები შიდა რისკების გამო საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ცდილობენ


ჩინელი ინვესტორები ცდილობენ თანხა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო პროდუქტში დააბანდონ და თავიანთი ფინანსური პორტფოლიო მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახადონ. ამის მიზეზი ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე დაბალი ფასები, გეოპოლიტიკური რისკები და კლებადი ვალუტაა.

ბოლო დროს, განსაკუთრებით დიდი თანხები დაბანდდა იმ საერთაშორისო ფონდებში, რომლებიც ჩინელ ინვესტორებს გლობალურ ფინანსურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება. ამ ფონდების მენეჯერებს აქამდე მკაცრად გაწერილი კვოტების დაკმაყოფილება უკვე ძალიან უჭირთ და სურთ, ეს კვოტა გაიზარდოს.

მათ, ვინც ფული ფონდში - "კვალიფიციური შიდა ინსტიტუციური ფონდი - QDII" ჩადო, ჰონგ კონგის აქტივებთან სიახლოვე უკვე აღარ სჭირდებათ. მათ ისეთ ფონდებთან თანამშრომლობა სურთ, რომლებიც ამერიკულ, იაპონურ და ზოგ ისეთ ახალ ბაზარზე წვდომასაც მისცემს, როგორებიცაა ვიეტნამური ან ინდური ბაზრები.

წელს, 17 აგვვისტომდე, 38 ასეთი ფონდი დაფუძნდა. 2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში, ასეთი ახალი ფონდების რეგისტრაციის რაოდენობა 31-ს არ აჭარბებდა.

XS
SM
MD
LG