ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატი კვლავ ციხეშია


შეერთებული შტატები ცდილობს პეკინთან კონსტრუქციული ურთიერთობა დაამყაროს

შეერთებული შტატები მოუწოდებს ჩინეთს ნობელის პრემიის ლაურეატი და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი ლიუ სიაობო ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლოს.

ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ღრმა შეშფოთება გამოხატა ჩინელი აქტივისტის და მისის მეუღლის ლიუ სიუს შესახებ, რომელიც დღემდე შინაპატიმრობაში რჩება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პეკინი ვალდებულია ლიუ სიაობოს, მის მეუღლეს და ოჯახის წევრებს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლების გარანტიები მიანიჭოს.

კერიმ ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს პეკინთან კონსტრუქციული ურთიერთობა დაამყაროს. თუმცა ამერიკის ლიდერები შეშფოთებული არიან იმ მდგომარეობით, რაც ჩინეთში კანონის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით ხდება.

ლიუ სიაობო ჩინეთის პოლიციამ დემოკრატიისადმი მოწოდებების გამო 2008 წლის 8 დეკემბერს დააკავა. მას მავნებლური საქმიანობის ბრალდებით 11 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ ლიუ სიაობოს ნობელის პრემია მიენიჭა, თუმცა ჩინეთმა აქტივისტს არ მისცა უფლება ნორვეგიაში ჯილდოს მისაღებად ჩასულიყო.
XS
SM
MD
LG