ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრიგალი ჩინეთში


ტაიფუნ უსაგის გამო ჩინეთში უკვე 25 ადამიანი დაიღუპა

ჩინური მედია იუწყება, რომ ტაიფუნ უსაგის გამო, რომელიც სამხრეთ ჩინეთის გუანდონგის პროვინციას კვირას, გვიან ღამით დაატყდა თავს, უკვე 25 ადამიანი დაიღუპა. ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს აღემატებოდა. ჰონგ კონგის აეროპორტში 300-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

ასევე შეწყდა სწრაფი მატარებლების და გემების მიმოსვლა. ათასობით თევზმჭერ გემს პორტში დაბრუნება უბრძანეს. ტაიფუნი ჯერჯერობით ბოლო წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმია. მას ჩინელები სუპერ-ტაიფუნს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG