ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა. პირველი მატარებელი პეკინიდან გუანჩოუმდე 2298 კილომეტრს დაფარავს. მატარებელი უკვე დაიძრა პეკინიდან. ასევე ერთი საათის შემდეგ გუანჩოუდან პეკინის მიმართულებით მეორე ჩქაროსნული მატარებელი გავიდა.
მატარებლები ახალ მაგისტრალზე საათში 300 კილომეტრს დაფარავენ, რაც პეკინისა და სამხრეთის ეკონომიკურ რაიონებს შორის მანძილს რვა საათამდე შეამცირებს. ჩინეთის მთავრობა მთელ ქვეყანაში ჩქაროსნული მატარებლების ქსელის გაყვანას გეგმავს.