ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ჟურნალისტებს აპატიმრებენ


დაკავებული ჟურნალისტების ორ მესამედს სწორედ ტიბეტელი ან უიღური ჟურნალისტები წარმოადგენენ

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აცხადებს, რომ ჩინეთში დღესდღეობით 32 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ამ მაჩვენებლის თანახმად, ჩინეთი მსოფლიოში რიგით მესამე ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა საპატიმროებში იმყოფება.
კომიტეტის დასკვნით, განსაკუთრებით უჭირთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ტიბეტსა და ქინჯიანგის არასტაბილურ რეგიონში მუშაობენ. მედიის უფლებების დაცვის ჯგუფის ცნობით, დაკავებული ჟურნალისტების ორ მესამედს სწორედ ტიბეტელი ან უიღური ჟურნალისტები წარმოადგენენ, რომლებიც მზარდ ეთნიკურ შუღლს აშუქებდნენ.
XS
SM
MD
LG