ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, თვითმფრინავის გატაცებაში დამნაშავე მუსლიმ უიღურებს სიკვდილით დასჯა მოელით.
ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, სამშბათს ჩჲნეთის სასამართლომ ოთხი მამაკაცი თვითმფრინავის გატაცების მცდლობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ოთხივე პირს ბრალად ედება: ამა წლის ივნისში თვითმფრინავის გატაცების ორგანიზება, ტერორისტული ჯუფის წევრობა და თვითმფრინავში ასაფეთქებელი საშუალებების ატანის მცდელობა.
ჯგუფის ექვსი წევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია და ისინი შეეცადნენ ჰოტანიდან ხინჯიანგში მიმავალი თვითმფრინავი გაეტაცათ. თუმცა ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრება მათი განიარაღება შეძლეს.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებიდან ორი შეტაკების დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა. უიღურების საადვოკატო ჯგუფები მთავრობის მიერ გავრცელებულ ვერსიას ინციდენტთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან.