შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავისი ვალის დეფოლტს არ გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ქალაქ შენგუში სიჩუანის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა გაძლიერდება. მან სტუდენტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 15 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც ორნახევარჯერ აღემატება ჩინეთის მთლიან შიდა პროდუქტს. ჯო ბაიდენი ჩინეთში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც მან ჩინეთის ხელისუფლების პირველ პირებთან გამართა შეხვედრები. ის ჩინეთიდან მონღოლეთს და იაპონაის ეწვევა.