ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლიანი ინციდენტი ტიანანმენის მოედანზე


მოედანზე შეკრებილ ხალხს მანქანა უსმენ ჰასანმა შეაჯახა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით ორშაბათს, ტიანანმენტის მოედანზე განხორციელებული ინციდენტი მუსლიმი უმცირესობა-უიღურების ნახელავია. ოფიციალური პეკინის განცხადებით, ორშაბათის სისხლიანი ინციდენტი რელიგიური ექსტრემისტი თვითმკვლელის მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო და ის ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ქსიჯიანგის პროვინციაში ჩაისახა. ამ რაიონში უიღურები დიდი ხანია მთავრობის დევნას აპროტესტებენ.

პოლიციის განცხადებით, მოედანზე შეკრებილ ხალხს მანქანა უსმენ ჰასანმა შეაჯახა. მანქანაში დანები, საწვავი, სპილენძის ჯოხები და ექსტრემალური რელიგიუrი შინაარსის შემცველი დროშა აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG