ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაიკროსოფტი": ჩინეთი ამერიკელ ამომრჩევლებზე ხელოვნური ინტელექტით ზემოქმედებაშია ეჭვმიტანილი


კომპანია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებმა 7 სექტემბერს თქვეს, რომ მათი დაკვირვების მიხედვით, ჩინეთში შექმნილია სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების მთელი ქსელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მიზნად ისახავს ამერიკელ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას.

პასუხად, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბრალდება, თითქოს ჩინეთი სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, „წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი და ბოროტი ვარაუდებია“. მისი თქმით, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენებას ემხრობა.

„მაიკროსოფტმა“ თქვა, რომ მედია ანგარიშები საეჭვო ჩინური საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყო. აღნიშნულ კამპანიას ჰქონდა მსგავსება ქმედებებთან, რომელიც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა „[ჩინეთის] საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროში არსებულ ელიტარულ ჯგუფს“ დაუკავშირა.

„მაიკროსოფტის" განმარტებით, კომპანიის სპეციალისტები იყენებდნენ „მრავალწახნაგოვანი მიკუთვნების მოდელს“, რომელიც „ტექნიკურ სამხილებს, ქცევით სამხილებს და კონტექსტუალურ სამხილებს“ ეყრდნობა.

„მაიკროსოფტის“ წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ აღნიშნული ანგარიშები ცდილობდნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ამერიკული იყვნენ და თავის ადგილმდებარეობად შეერთებულ შტატებს მიუთითებდნენ, აქვეყნებდნენ ამერიკულ პოლიტიკურ ლოზუნგებს და აზიარებდნენ „ჰეშთაგებს“, რომლებიც საშინაო პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა.

XS
SM
MD
LG