ჩინელი პოლიტიკოსის, ბო სილაის ვაჟი მამამისის საქმეზე დანიშნული სასამართლოს შესახებ განცხადებას აკეთებს. ის ეჭვობს, რომ კორუფციაში მხილებული ჩინეთის კომპარტიის მაღალი პროფილის მქონე წევრის პროცესი, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი, სამართლიანი იქნება.
25 წლის ბო გუაგუა შეერთებულ შტატებში სწავლობს. „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბო სილაის შვილი აცხადებს, რომ მას მშობლებთან კონტაქტის საშუალება უკვე წელიწადნახევარია, რაც არ ჰქონია. დედას, გუ კაილაის ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობაში ედება ბრალი.
ანალიტიკოსების აზრით, ბო სილაის ნებისმიერ შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ელის. ისინი სასიკვდილო განაჩენს გამორიცხავენ. ბო სილაის ბრალი კორუფციაში, მექრთამეობაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება. ბრალდებაში, რომელიც მას 25 ივლისს წაუყენეს, ნათქვამია, რომ ჩინეთის კომპარტიის წევრი საჯარო უწყებაში თანამდებობას მოგებისთვის იყენებდა და ქრთამად „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ თანხებს იღებდა.