ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მმართველებს დიდძალი ქონება აქვთ გადამალული


ამერიკელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე გაირკვა, რომ ჩინეთის მთავრობის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ სი ძინპინს, ოფშორული კომპანიების შექმნით დიდძალი პერსონალური ქონება აქვთ გადანახული.

ანგარიში, რომელიც 2.5 მილიონ გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტს ეყრდნობა, დღეს საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გასაჯაროვდა საზღვარგარეთ დაფუძნებული კომპანიებისა და აქტივების ჩინელი მფლობელების ვინაობა.

მათ შორისაა პრეზიდენტი სის ქვისლი და ყოფილი პრემიერი ვენ ჯიაბაოს ვაჟი. მასთან ერთად სიაში ფიგურირებენ ისეთი ადამიანების ნათესავები, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო და ყოფილი პრემიერი ლი პენგი.

2012 წელს, როცა გაზეთმა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა ჩინეთის ლიდერებზე, ქვეყანაში გაზეთის ვებგვერდი დაიბლოკა. მთავრობამ მსგავსი რეაგირება გააკეთა დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშზე და საგამოძიებო ჟურნალიტების საერთაშორისო კოსორციუმის ვებგვერდი დაბლოკა.
XS
SM
MD
LG