ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია-ჩინეთის დავა


ორივე მხარე მზადყოფნას აცხადებს მოლაპარაკებაზე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის დაუსახლებელი კუნძულების თაობაზე

იაპონიის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ჩინეთში იმყოფება და მოლაპარაკებებს ტერიტორიული უთანხმოების გამო შექმნილი დაძაბულობის შემცირების გზებზე აწარმოებს. ნაცო იამაგუჩი პეკინში დღეს ჩავიდა და ჩინეთის მთავრობას იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს წერილი ჩაუტანა. მას იმედი აქვს, რომ ოთხდღიანი ვიზიტის განმავლობაში ის ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

იაპონიის ემისარი პირველი კანონმდებელია, რომელიც ჩინეთს დეკემბერში, იაპონიაში ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ ესტუმრება. გამგზავრების წინ მან იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას და საფუძველს ორმხრივ სამიტს ჩაუყრის. ჯერჯერობით, ორივე მხარე მზადყოფნას აცხადებს მოლაპარაკებაზე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის დაუსახლებელი კუნძულების თაობაზე, რომელიც ჩინეთს და იაპონიას შორის ტერიტორიული დავის საფუძველი გახდა.
XS
SM
MD
LG