ქალაქ ვაშინგტონში გაზაფხულის მოსვლას ალუბლების ყვავილობით აღნიშნავენ, რასაც 16 დღიანი ფესტივალის ღონისძიებები ახლავს თან.
"საკურას ყვავილობა წლის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ 4 ივლისი, ანუ დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მაშტაბურად აღინიშნება, ალუბლის ყვავილობის ფესტივალის აღნიშნვნა რამდენიმე დღე გრძელდება და მას ყველაზე მეტი ტურისტი ესწრება.“ - აცხადებს შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენელი სტივენ ჰენეკერი.
ის ყველა მნახველს თავად ეგებება და უყვება ხეების დარგვის ისტორიას. 1912 წელს იაპონიამ ძღვენის სახით ამერიკას რამდენიმე ძირი ხე გამოუგზავნა. თუმცა გზაში თითქმის ყველა გახმა. პრეზიდენტ უილიამ ტაფტს სხვა გზა არ დარჩენია და ხეების დაწვა უბრძანებია. იმავე წელს საკურას ახალი პარტია ჩამოვიდა იაპონიიდან
„მათი დარგვა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ისნსპექციის გავლის შემდეგ დაიწყეს. 1912 წელს პირველი ხე თავად პრეზიდენტმა ტაფტმა დარგო.“
როგორც იაპონია-ამერიკის ასოციაციის ხელმძღვანელი, ყოფილი აშშ-ის ელჩი ჯონ მალოტი აცხადებს ხეებმა ერთგვარად ვაშინგტონის სახე შექმნეს, და არა მარტო ვაშინგტონის, მთლიანად ამერიკის.
„ სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. აქ წყლის გარდა არაფერი იყო. პრეზიდენტმა ტაფტმა და მაშინდელმა იაპონიის ელჩის მეუღლემ ნაპირზე პირველი ორი ხე დარგეს. ახლა კი რომ შეხედავთ აყვავებულია ყველაფერი. „
ელჩის თქმით 1912 წელს დარგულ ხეთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ცოცხლობს
„დაახლოებით 100-მდე ძირი იმ ჯგუფიდანაა რომელიც 1912 -ში ჩამოვიდა იაპონიიდან. ამისათვის მადლობა ეკუთვნით მათ მომვლელებს, რომლებმაც ამდენი წელი შემოგვინახეს ისინი. ახლებისგან მათი განსხვავება შედარებით ადვილია , ისინი უფრო დიდი და დაკოჟრილია, ამასთან ყვავილობისას ყვავილები უფრო ზედა ნაწილში იფურჩქნება. ''
კიდევ ერთ ღირშესანიშნავობას ანტიკური ქვის ლამპარი წარმოადგენს
„ ლამპარი 350 წლისაა . მისი სიმაღლე 3 მეტრამდეა და დაახლოებით 1400 კილოგრამს იწონის. მსგავსი ლამაპარი მსიფლიოში სულ ორია , მეორე ტოკიოში დგას. 1954 წელს ლამაპარი ამერიკას საჩუქრად იაპონიამ მეგობრობის ნიშნად გადასცა.“
წელს ამინდი საკმაოდ სუსხიანი იყო, თუმცა ამას საკურას ყვავილობისთვის ხელი არ შეუშლია. ექსპერტები ვარაუდობენ რომ სიცევეების გამო შესაძლოა ყვავილობამ დიდხანს არ გასტანოს, ჩვეულებრივ ეს პროცესი ორი კვირა გრძელდება. აპრილის პირველი კვირა კი ყვავილობის პიკია. ოდნავ მოშორებით, ვაშინგტონის მონუმენტთან, ფესტივალი სრული დატვირთვით მუშაობს. იაპონური მუსიკა და ცეკვა ფესტივალის განუყოფელი ნაწილია.
როგორც ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენელი სტივენ ჰენეკერი იხსენებს საკურას ხეების ნაწილი განსაცდელის ჟამს რამდენჯერმე უკან იაპონიაში დაუბრუნებიათ
„ ჩვენ დაგვიბრუნებია ხეები მაშინ როდესაც იაპონიაში ამის საჭიროება შეიქმნა. პირველად ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო მეორეჯერ 1982 წლის დიდი წყალდიდობის დროს.“
ამჟამად კიდევ ერთხელ მსგავსი საჩუქარი კეთდება იაპონიისთვის და ძღვენი უკვე გზაშია. 144 ნერგი რომელიც გაიგზავნა, სავარაუდოდ შემდეგ წელს უნდა აყვავდეს. მათ განსაკუთრებული დატვირთვა ექნებათ, რადგანაც საკურას ყვავილობა დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის წლისთავს დაემთხვევა. რაც შეეხება ვაშინგტონში მიმდინარე ფესტივასლს, 16 დღის განმავლობაში შემოსული თანხები იაპონიაში დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.