საიდუმლო ინფორმაციის გაცემისთვის პატიმრობაში მყოფმა, ტრანსგენდერმა, ჩელსი მანინგმა ციხე დატოვა. მან პატიმრობაში 7 წელი გაატარა. მანინგს გასულ წელს ბარაკ ობამამ სასჯელი შეუმსუბუქა.
მანინგის მიერ გავრცელებული დოკუმენტები მოიცავდა ინფორმაციას ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებზე. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიურ ტელეგრამებს.
მანინგის განცხადებით, მისი ქმედება „გამჭირვალობის და ხალხისადმი ანგარიშვალდებულებით“ იყო მოტივირებული, მან ბრალი აღიარა, თუმცა სასჯელის სიმკაცრეს ასაჩივრებდა.
Facebook Forum