ოფიციალური შედეგები ეროვნული საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, ტიბისაი ლუცენამ გამოაცხადა. ვენესუელის ყოფილმა ლიდერმა, უგო რაფაელ ჩავესმა ხმების 54.52 პროცენტი მოიპოვა და ქვეყანას კიდევ 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
კარაკასში საპრეზიდენტო სასახლის აივნიდან უგო ჩავესმა მოზეიმე მხარდამჭერებს მიმართა: „სიმართლე უნდა ითქვას, ეს უზადო ბრძოლა იყო, დემოკრატიული ბრძოლა“, განაცხადა მან და ამომრჩევლებს აღუთქვა, რომ ვენესუელა დემოკრატიის და ბოლივარიული სოციალიზმის მშენებლობას 21-ე საუკუნეშიც წარმატებით გააგრძელებს. სიმონ ბოლივარი მე-19 საუკუნის ვენესუელის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლეგენდარული ლიდერი გახლდათ.
ოპოზიციონერი ენრიკე კაპრილესი ჩავესს თითქმის 10 პროცენტით ჩამორჩება. მან გამარჯვება პრეზიდენტს შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა და მოუწოდა მმართველობის დროს არამარტო ღარიბი და დაუცველი ფენის, არამედ ყველა ჯგუფის ინტერესი გაითვალისწინოს. რეგისტრირებული 19 მილიონი ამომრჩევლიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 81-მა პროცენტმა მიიღო, რაც ქვეყანაში უკანასკნელ წლებში დაფიქსირებული სამოქალაქო აქტიურობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.