წინასწარი ხმის მიცემის პროცესზე თვალყურის სადევენებლად, რესპუბლიკელები ათასობით მოხალისეს მობილიზებას უწევენ. მოხალისეები ცდილობენ მოიპოვონ დამატებით მტკიცებულებები იმისა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აქამდე დაუსაბუთებლად ამტკიცებს - პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის გამო, შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდეს.
რესპუბლიკელი მოხალისეები, არჩევნების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა პენსილვანია, ფლორიდა და ვინსკონსინი, კენჭისყრის პროცესში დარღვევებს ეძებენ. განსაკუთრებით, ფოსტით გაგზავნილ საარჩევნო ბიულეტინებთან დაკავშირებით, რომელებსაც პანდემიის ფონზე, სულ უფრო მეტი ამერიკელი ამომრჩეველი იყენებს.
პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები უარს ამბობენ დააკონკრეტონ, რამდენი მოხალისეა ამ დროისთვის დარეგისტრირებული. კამპანიის წარმომადგენლები მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი 50 000 დამკვირვებლის რეკრუტირება იყო.
მათი მისია, ფოტო და ვიდეომასალის გადაღებაა, რომლითაც ამ დრომდე დაუდასტურებელი ვარაუდის დადასტურებას შეძლებენ, არჩევნების გაყალბების შესახებ. ასევე, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რესპუბლიკელები მას იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ არჩევნების შედეგების შესახებ დავა უზენაეს სასამართლოში წარიმართება. სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში დავის წარმოებას არ გამორიცხავს პრეზიდენტი ტრამპი.
კამპანიის წარმომადგენელები, სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოხალისეების მიერ შეგროვებულ ფოტო-ვიდეო მასალებს. ფილადელფია ერთ-ერთი იმ ქალაქებს შორის, სადაც „ტრამპის არმია“ ოპერირებს. ქალაქისწარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მონიტორინგი მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ არჩევნების დღეს და არა ნაადრევი ხმის მიცემის პროცესზე.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ საარცევნო თემებზე მომუშავე უფლებადამცველები.
Facebook Forum