მომავალ კვირას კეტრინ ეშტონი თბილისში ჩასვლას გეგმავს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება.
რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კეტრინ ეშტონი ქართველი ხალხის „დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ და დემოკრატიულ ცვლილებებს მიესალმა. პრემიერთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მიესალმება მის სურვილს ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის თაობაზე. ბიძინა ივანიშვილმა ასევე „უნდა იფიქროს საგარეო გამოწვევებზე და მიიღოს ზომები იმისათვის, რომ ყველა ნაბიჯი, განსაკუთრებით - სამართლებრივ სფეროში - ღია და გამჭვირვალე იყოს“.
მოუწოდა რა პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისკენ, ევროკავშირის საგარეო კომისარმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ მიმართული საგარეო კურსი უნდა გაგრძელდეს, რადგან ამას არამარტო თბილისისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს ეწვევა.