ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერი: ცივი ომი ან რუსეთთან ახალი კონფლიქტი არავის სურს


აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ორშაბათს აღნიშნა, რომ არ არსებობს არც ცივი ომის პერიოდზე გადასვლის ან რუსეთთან ახალი კონფლიქტის დაწყების სურვილი.

კარტერმა ეს განცხადება ბერლინში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის გერმანელ კოლეგას-ურსულა ვონ დერ ლეიენს ხვდება.

პენტაგონის თავკაცის თქმით, არსებობს "ძლიერი, მაგრამ დაბალანსებული სტრატეგიული მიდგომის" განხორციელების საჭიროება, რათა რუსეთმა "არავინ აიძულოს წარსულში დაბრუნდეს".

ეშტონ კარტერი: საუკეთესო ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ უკრაინაში, რუსეთის აგრესია უნდა დავამარცხოთ არის ეკონომიკური სანქციების ის რეჟიმი, რომელსაც აშშ და ევროპის სახელმწიფოები ამ მიუღებელი მოქმედების წინააღმდეგ სათავეში უდგანან.აღნიშნულ სანქციებს შედეგი უკვე აქვს.მათი წყალობით რუსეთი მეტს იხდის საკუთარი აგრესიისთვის.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა ისიც, რომ "აშშ მოკავშირეებს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ამ წესრიგით შესაძლებელ პოზიტიურ მომავალს დაიცავს."

სამშაბათს კარტერი ესტონეთში გაფრინდება და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კი ბრიუსელში ნატოს შეხვედრა შედგება, რომელზეც რუსეთის აგრესია უკრაინაში და მოსკოვის მიერ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერის საკითხი განიხილება.

XS
SM
MD
LG