ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის გარეუბანში თავდასხმის შედეგად 6 ჯარისკაცია დაშავებული


პარიზის გარეუბანში მანქანა ფრანგი ჯარისკაცების ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც ექვსი მათგანი დაშავდა. ოფიციალური პირების ცნობით, ეს წინასწარ განზრახული ქმედება იყო.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ყაზარმას ტოვებდნენ და პატრულირების დასაწყებად მიდიოდნენ. მერი პატრიკ ბალკანი ამბობს, რომ „ეჭვგარეშეა, ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო“.

„ავტომობილი არ გაჩერდა, ის მათკენ სწრაფად მიემართებოდა“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

პოლიცია ჯერ კიდევ ეძებდა მანქანის მძღოლს, როდესაც პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით აღიძრა. ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია.

ევროპაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა. მათ შედეგად სულ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო.

დაღუპულთა შორის ბევრი სწორედ საფრანგეთის მოქალაქე იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG