ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ბრიტანეთში დაფიქსირებული მუტაციის პირველი შემთხვევა აღრიცხეს


რიგი კოვიდ-19-ის ტესტზე ლოს-ანჯელესში
რიგი კოვიდ-19-ის ტესტზე ლოს-ანჯელესში

ამერიკის დასავლეთში მდებარე შტატ კალიფორნიიდან, ჯანდაცვის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ მათ კორონავირუსის შედარებით ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოავლინეს. საუბარია ვირუსის ახალ ვარიაციაზე, რომელიც ჯერ ბრიტანეთში დაფიქსირდა და რომელსაც თითქმის 70%-ით უფრო მეტი გავრცელების უნარი აქვს, ვიდრე სხვა მუტაციებს.

კალიფორნიამდე, კორონავირუსის ეს შტამი ორიოდ დღით ადრე, კოლორადოს შტატშიც იპოვეს. როგორც კალიფორნიაში, ისე კოლორადოში, ინფიცირებულს ბოლო პერიოდი არსად უმოგზაურია. შესაბამისად, შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ამ მუტაციის კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა გამოვლინდება.

კალიფორნიის ჯანდაცვის მდივნის - მარკ გალის - თქმით, სიტუაცია "შემაშფოთებელია", მითუმეტეს - შტატში აღრიცხული ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. ის ხაზს უსვამს პრევენციული მეთოდების მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობას, როგორიცაა - ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება, მგზავრობისთვის თავის არიდება და შეძლებისდაგვარად შინ დარჩენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG