შეერთებული შტატების სენატი დღეს შუადღეზე, მთავრობის სავარაუდო დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, იკრიბება. დემოკრატების მიერ კონტროლირებადი სენატი კიდევ ერთხელ ეცდება რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე წარმომადგენელთა პალატასთან შეთანხმებას მიაღწიოს, რათა მთავრობის უფლებამოსილებების ნაწილობრივი შეჩერების თავიდან აცილება მოხდეს.
სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ „ამერიკელ ხალხს მთავრობის დახურვა არ სურს და მათ არც ობამას ჯანდაცვის რეფორმა უნდათ.
პალატამ ამერიკელი ხალხის აზრი გაითვალისწინა. დროა სენატმაც მოუსმინოს მას“. რესპუბლიკელი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ განწირულია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმის სუბსიდირებისკენაა გადადგმული. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის აზრით, ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც „ობამაქეარის“ სახელწოდებითაა ცნობილი, სათანადოდ მოუმზადებელი და დამაბნეველია. ის ეკონომიკას და ამერიკელ ხალხს მძიმე ტვირთად დააწვება.
სენატს და მის სპიკერ ჰარი რიდს განსხვავებული აზრი აქვთ:
„კანონი, რომელიც ჯანდაცვის რეფორმას დაასამარებს, თავადაც მკვდარია. მკვდარი. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ დროს ვკარგავთ“.
დემოკრატ კანონმდებლებს პრეზიდენტ ობამას სრული მხარდაჭერა აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ეს ერთადერთი შანსია, რომ მილიონობით დაუცველ ამერიკელს ჯანმრთელობის დაცვის გარანტია ჰქონდეს. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს კი შეეძლებათ ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისის შეძენა, რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თუკი დღეს შუაღამემდე სენატს და წარმომადგენელთა პალატას შორის შეთანხმების მიღწევა არ მოხდა, ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოხდება. ეს არამარტო ამერიკის მოქალაქეებს, არამედ უცხოელ ტურისტებსაც დააზარალებს. შეჩერდება პასპორტების გაცემა, დაიხურება ეროვნული პარკები და მუზეუმები. ფუნქციონირებას შეწყვეტს საგადასახადო სამსახურებიც.