შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტის სავალდებულო შეკვეცა ,რომელიც ცოტა ხნის წინ ძალაში შევიდა სეკვესტრის სახით, გავლენას ახდენს არამხოლოდ საშინაო პროგრამებზე , არამედ საგარეო დახმარებებზეც. ოთხმოცდახუთ მილიარდ დოლარიანი შეკვეცა საერთაშორისო დახმარებებს და სხვადასხვა პროექტებს შეეხება. თუმცა რიტორიკის და პრობლემების მიუხედავად, მაინც არსებობს მოლოდინი რომ საერთაშორისო დახმარებები გაგრძელდება.
სხვა ფედერალური სააგენტოების მსგავსად, ბიუჯეტის სეკვესტრის შესაბამისად თავის ხარჯებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც ამცირებს. მათ 4%-ით უნდა შეამცირონ საერთაშორისო დახმარება, თუმცა ბევრი მიმდინარე პროექტი არ შეჩერდება ვინაიდან ამერიკის განვითარების სააგენტოს წინასწარ, ორის წლის ვადით აქვს ბიუჯეტი გაწერილი.
იმ შემთხვევაშიც, თუკი ამერიკის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი და სხვადასხვა განვითარების პროექტები მცირედი დაფინანსებით შემოიფარგლა, ეს მაინც მოახდენს გავლენას ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე - ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯორჯ ინგრამი.
ჯორჯ ინგრამი: ყველაზე მეტად ეს ჯანმრთელობის პროგრამებს შეეხება ვინაიდან, ეს წარმოადგენს განვითარების სფეროში ყველაზე დიდ ბიუჯეტს. და შეკვეცის შედეგად ჯანმრთელობის პროგრამებს თითქმის ოთხასი მილიონი მოაკლდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. შემდგომი პროგრამა რომელსაც შეკვეცა ემუქრება ჰუმანიტარული პროექტებია, აქ შემცირება ორასი მილიონი დოლარით არის ნავარაუდევი. ორივე შემთხვევაში ამ სფეროებს სერიოზული დარტყმა ადგება, ვინაიდან ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
რაჯ კუმარი საერთაშორისო დახმარებების კვლევისა ორგანიზაციას „ დევექსს“ ხელმძღვანელობს. ის ფიქრობს რომ შეძენილი იმუნოდეფიციტით დაავადებული ადამიანები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.
რაჯ კუმარი ასახელებს მსოფლიოში შიდსით ინფიცირებულ ოცდაათ მილიონ ადამიანს, რომლებიც ამერიკის საერთაშორისო დახმარების იმედად არიან.
ერთი ნათელი ლაქა დახმარებების პროგრამაში რომელიც გამოიკვეთა არის პირადი ქველმოქმედება, როგორიც არის ბილ და მელინდა გეითსების ფონდი. თანამშრომლობა ფეხს იკიდებს უკვე განვითარების პროექტებშიც - სხვადასხვა საზოგადოებებში, სადაც ისინი საქმეს წარმართავენ და სურთ რომ პროდუქცია ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა ამ მცდელობებმა შეუძლებელია ამოავსოს დახმარების ის სიცარიელე, რომელსაც უწევს ამერიკის მთავრობა, განსაკუთრებით ჯანმრთელობის და სტიქიური უბედურებების სფეროები.
ჯორჯ ინგრამი : კერძო სექტორი არ აპირებს რომ ჩაერიოს და უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, საკვები პროდუქტები და წყალი რომელიც ჰუმანიტარული კრიზისის დროს არის საჭირო.
იმ დროს როდესაც ბევრი ამერიკელი აკრიტიკებს საერთაშორისო დახმარებას, საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს მის მიზნებს.
ჯორჯ ინგრამი : შეერთებული შტატების მოსახლეობა ძალიან უჭერს მხარს სხვა ქვეყნების დახმარებას - ჯანმრთელობის პრობლემების, განათლების, მიკრო წარმოების, დემოკრატიის ხელშეწყობის და ეკონომიკური ზრდის საკითხებში. ამერიკელებს არ მოსწონთ უცხოური დახმარება, თუმცა ამ დახმარების ყველა ელემენტი მოსწონთ.
რაჯ კუმარი კი ამბობს რომ, ის ადამიანები რომლებიც, მხარს უჭერენ ეროვნულ უსაფრთხოებას ტრადიციულად უფრო კონსერვატიული კანდიდატები, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები, სათავეში მოვიდნენ უცხოური დახმარებების პროგრამების ადვოკატირებით. ისინი ამ საკითხს განიხილავენ როგორც ფართო ეროვნული უსაფრთხოების საკითხს.
საგარეო დახმარება არის ძალიან პოპულარული თემა პოლიტიკური დებატების დროს, თუმცა რეალურად შეერთებული შტატების ბიუჯეტში მას მხოლოდ 1 % უკავია.