ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

BP-ს პრეზიდენტმა დღეს სენატს ჩვენება უნდა მისცეს


შშ-ის მთავრობა უკმაყოფილოა ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად გაწეული ძალისხმევით

შეერთებული შტატების მთავრობა უკმაყოფილოა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად გაწეული ძალისხმევით.

ბუნებრივი რესურსებისა და ფედერალური ტერიტორიების დაცვის მდივანმა კენ სალაზარმა შინაგანი უშიშროების მდივან ჯანეტ ნაპოლიტანოსთან ერთად პირობა დადო, რომ მოსვენება მანამ არ ექნებათ, სანამ ბრითიშ პეტროლიუმი დაზიანებულ ჭაბურღილს არ დალუქავს და მექსიკის ყურეში ჩაღვრილ ნავთობს არ გაწმენდს.

ბრითიშ პეტროლიუმმა ოკეანის ფსკერზე ნავთობის საქაჩი 2 კილომეტრიანი მილი ჩაუშვა, რომელიც გახეთქილი ჭაბურღილიდან ნავთობს წყლის ზედაპირზე გაჩერებულ ტანკერში აქაჩავს.

სალაზარისა და ნოპოლიტანოს განცხადებით, ჭაბურღილში ამ მილის ჩაშვება პრობლემას ვერ გადაჭრის. მათივე თქმით ჯერ კიდევ საეჭვოა რამდენად წარმატებული იქნება ეს მეთოდი.

ამერიკული ბრითიშ პეტროლიუმის პრეზიდენტმა ლამარ მაკკეიმ დღეს სენატს ჩვენება უნდა მისცეს და აუხსნას, თუ რას აკეთებს კომპანია ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG