ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მლადიჩის სასამართლო განახლდა


ჰააგას ტრიბუნალმა მოწმე დაკითხა

დღეს, ჰააგაში, ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა. როგორც ცნობილია, მას ბრალი ედება ბოსნიელი მუსულმანების გენოციდში. სასამართლოზე მოწმის სახით წარდგა ბოსნიელი მუსულმანი, ელვედინ პასიჩი. ის 1992 წლის ნოემბერში სოფელ გრაბოვიცაში მოწყობილ ეთნოწმენდას გადაურჩა, როდესაც სერბებმა 150 მუსლიმი მამაკაცი დახოცეს. მლადიჩი დანაშაულს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG