ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი გამოეხმაურა ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო დღეს


ამეიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო დღეს. მისი განცხადებით, წლევანდელი 17 მაისი მეთექვსმეტედ აღნიშნავს ამ დღის დაარსებას. მთელი ეს წლები კი აშშ ცდილობდა ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი თემის მხარდაჭერას. ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ლგბტქი პირების წინააღმდეგ სიძულვილისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, მათ შორისაა ლგბტქი თემის დეკრიმინალიზაცია, ამ თემის მოწყვლადი პირების დაცვა და დისკრიმინაციის მიზნით საერთაშორისო უწყებების ჩართულობა და კოალიციების შექმნა, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ხაზს უსვამს ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი პირების უფლებების, თავისუფლებების დაცვას და აღიარებას, მათ შორის, ამ ადამიანების წვლილის ჩათვლით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG